Tuesday, January 6, 2009





ტიტა (Tulipa) მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შროშნისებრთა ოჯახისა. აქვს კვერცხისებრი ან მომრგვალო ბოლქვი, ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 6-50 სმ აღწევს, ზედ 2-6 ფოთოლია. ღეროზე უვითარდება ერთი (ან რამდენიმე) ღია ფერის ყვავილი, რომელიც მზიან ამინდში გადახსნილია, ხოლო ღამით-დახურული. ჯვარედინმტვერიაა. ნაყოფი სამწახნაგიანი კოლოფია, თესლი ბრტყელია, მოყავისფრო ყვითელი. ტიტა მრავლდება თესლით, კულტურაში-თესლითა და ბოლქვაკებით. გვარში 140 სახეობაა.საქართველოში ქართლის რაიონებში ტიტის 2 სახეობა ხარობს-T.Eichleri და T. bieberstenina. ამჟამად კულტურაშია ველური სახეობებისგან მიღებულია 4000-ზე მეტი ჯიში. ტიტის ყვავილი სურნელოვანია, ზოგიერთი ჯიშის გარდა. ყვავილობს საშუალოდ 15 დღეს, საგვიანო ჯიშები-25-30 სღემდე. ღეროს სიმაღლისა და ყვავილის ფორმის მიხედვით ტიტა იყოფა შემდეგ საბაღო ჯგუფებად:მარტივი ადრეულა, ბუთხუზყვავილა ადრეულა, ტრიუმფი, კოტეჯისა, დარვინისა, ბრიდერისა, დარვინის ჰიბრიდები და სხვა. ტიტას იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და სხვა.



მოვლის პირობები



ტიტა კარგად ხარობს ნებისმიერ გაფხვიერებულ ნიადაგში, მაგრამ უკეთესია მისი მოყვანა წყალგამტარ, მსუბუქ თიხიან ნიადაგში. ზედმეტად მშრალი, ქვიშიანი მიწა ნაკლებად ვარგისია, რადგან მალე გამოშრება და ბოლქვებისთვის საკმარისი ტენი აღარ იქნება. ტიტის დათესვამდე უკეთესია ნიადაგის ტორფით გამდიდრება.
საჭიროა ნიადაგის სინჯის გაკეთება აგროქიმიურ ლაბორატორიაში. თუ იგი არასაკმარისად ნაყოფიერია, შეიძლება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელის გამოყენება. ორგანული სასუქების დოზას (აზოტი 0,91-2,42%; ფოსფორი 0.32-0.87%; კალიუმი-0.87-2.07%) მუდმივად აკვირდებიან და სწავლობენ ექსპერიმენტატორები, რადგან ტიტას კვების რეჟიმი დამოკიდებულია მის განსხვავებულ ჯიშებზე, ნიადაგის შემადგენლობაზე, ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე და ა.შ. ტიტა აქტიურად რეაგირებს მინერალურ ნივთიერებებთანაც. შემოდგომაზე ნიადაგი უნდა განოყიერდეს ფოსფორით და კალციუმით.
ერთსა და იმავე ადგილას 4-5 წელიწადზე მეტხანს არ შეიძლება ტიტის დათესვა. ხუთ წელიწადში ერთხელ, მას სჭირდება ნიადაგის გამოცვლა.
ტიტა ითესება კვლებში. დათესვისას სიღრმე და მანძილი ბოლქვებს შორის დამოკიდებულია ბოლქვის ზომაზე. დათესვის წინ აუცილებელია კვლებიდან სარეველა ბალახების ამოძირკვა, სარეველების წინააღმდეგ შეიძლება ჰერმიციდის გამოყენება.
ტიტას ძალიან უყვარს წყალი.
ტიტას მდიდარი მოსავალი შეიძლება მივიღოთ ბაღის პირობებში იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს ექნება ოპტიმალური კვების რეჟიმი. განსაკუთრებული კონტროლია საჭირო ყვავილობის დროს. ამ პერიოდში შეიძლება მცენარე დაავადდეს ვირუსით.



ვირუსული დაავადებები

ტიტის ბოლქვს უჩნდება ვირუსული დაავადება- ფიტოპათოგენური ვირუსი. ეს პრობლემა ისეთივე ძველია, როგორც ისტორია თვითონ ტიტასი ევროპის კონტინენტზე . ჭურჭელს, სადაც დაავადებული ბოლქვები ინახებოდა უნდა გაუკეთდეს დეზინფექცია: 2% ფორმალინის ხსნარით, ან ლიზოლის (200სმ3 / 10ლ წყალში).

ვირუსული დაავადება პრაქტიკულად შესაძლებელია ყველა დეკორატიულ კულტურაზე გაჩნდეს. მისი შესწავლა და მის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მუდმივად იცვლება. ფიტოპათოგენური ვირუსის მთავარი გადამტანები არიან მწერები, ასევე სოკოები. ვირუსის გადამტანი შეიძლება იყოს ადამიანიც. ადამიანმა შეიძლება გადაიტანოს ვირუსი ტიტას აჭრისას, ხელით ან იარაღით. მცირე რაოდენობის წვენმა შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს ჯანმრთელი მცენარეც. ამიტომ საჭიროა დეზინფექციის გაკეთება.


სოკოვანი დაავადებები




ფუზარიოზი- ამ დაავადების ტიპიური გამოვლენაა მჟავე ხილის სუნი. ეს დაავადება ძირითად შემთხვევაში ჩნდება მაღალი მზის მცხუნვარებისას, ივნისის ბოლოდან ივლისის დასაწყისში.




თეთრი შეფერილობის ბოლქვი ნიშანია ფუზარიოზით დაავადებისა. ამას იწვევს ძალიან ადრე ბოლქვების ამოთხრაც (დაახლოებით 3 კვირით ადრე ჩვეულებრივ ვადამდე).
ასევე დიდი ხანია ცნობილია ტიტას ნაცრისფერი ლპობა, ასეთი დაავადება შეიძლება გაუჩნდეს ყველა ჯიშს. დაავადებული მცენარე ცუდად იზრდება, დეფორმირებულია. ჩვეულებრივად ინფექციის წყაროა უკვე დაავადებული ბოლქვების დათესვა ან დაავადებული ნიადაგი. ეს სოკოვანი დაავადება სწრაფად ვრცელდება მთელ ნათესზე. ყვავილობის დროს ტიტებს ფოთლებზე უჩნდებათ თეთრი წინწკლები, ასევე მუქი მწვანე წყლულოვანი ნაწილები, რომელიც თანდათან ხმება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მცენარე დაწყლულებულია, აქედან წარმოსდგება დაავადების სახელწოდება ,,ტიტას წყლული”.




ასევე აუცილებელია ბრძოლა მინდვრის თაგვების თუ სხვა მღრღნელების წინააღმდეგ. (საჭიროა შეწამლული ხორბლით ნიადაგში ხვრელების ამოვსება ან სპეციალური სატყუარა).

















ტიტის აღმოცენება და განვითარება








ტიტის ბოლქვი

















ტიტის ცალფოთოლა აღმონაცენი,
რომელიც პირველ წელიწადს არ იკეთებს ყვავილს.















ასე იბადება ტიტის ყვავილი


ტიტების სათბური











მშვენიერი ტიტა

ტიტამანია

ტიტა ხელოვნებაში